GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა წინასაარჩევნო შეხვედრა გორში გამართეს
17:45 03.08.2012
დღის სიახლეები

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გორის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოძრაობის ლიდერებმა გორელებს "ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს: "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს დაფასება!".

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ჩვენ მოსახლეობას ვაცნობთ "ქრისტიან-დემოკრატიულ" პროგრამას, რომელიც არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად და ერთიანი საქართველოს ასაშენებლად ყველა თაობისთვის. ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ბოლო წლებში ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანეს საკუთარ თავზე, ეს ადამიანები არიან ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა და უპასუხისმგებლობის მსხვერპლნი", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

პარტიის ლიდერმა გორელ ამომრჩეველს პირობა მისცა რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გორის და სრულიად საქართველოს ახალგაზრდები ხარისხიან და ხელმიასწვდომ განათლებას მიიღებენ.

"ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - იქნება ეს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის", - დასძინა თარგამაძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ევერესტზე სამი ალპინისტი დაიღუპა1
დავით ბაქრაძე: ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ორხელისუფლებიანობა არ იქნება2
მარნეულის გამგეობაში მოქალაქეთა ჯგუფი შეიჭრა3
ქვეითად მოსიარულე ნასვამ ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა4
ივანიშვილი: ბესო სურმავამ განცხადება დაშინების შედეგად გააკეთა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X