ამ წუთებში, პარლამენტში, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, 2011 წლის
ანგარიშზე საუბრობს.
როგორც პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ტუღუშმა
განაცხდა, ანგარიში 645 გვერდიანია, რის გამოც მასში მოყვანილ ყველა ფაქტზე
საუბარი ფიზიკურად ძნელია, რის გამოც გამოსვლისას ის ყურადღებას კონკრეტულ
საკითხებზე გაამახვილებს და ანგარიშთან დაკავშირებთ მოკლე მიმოხილვას გააკეთებს,
რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა, ანგარიშთან
დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სხდომა გაიმართოს, რომ დასკვნა დაწვრილებით იქნეს
განხილული.
„ერთი განხილვით ამხელა დოკუმენტს ნუ გადავაგორებთ, რადგან მის
გასაცნობად და შემდეგ დასკვნის გამოსატანად დროა საჭირო“,- დაძინა მან
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ
განაცხადა, რომ პარლამენტში ანგარიშის განხილვის ტრადიცია არსებობს და თუ რომელიმე
საკითხი დამატებით მოსმენას საჭიროებს, სხდომის გამართვის პრობლემა არ იქნება.
internet.ge