მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს მიერ წამოწყებული პროექტების სისრულეში მოყვანას ხელს ვერაფერი შეუშლის
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სვანეთს სტუმრობდა,
სადაც მულახისა და მესტიის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.
„სვანეთი
საქართველოს გვირგვინია,“- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და ადგილობრივებს
პირობა მისცა, რომ მათი პრობლემები მალე წარსულს ჩაბარდება.
„მე აქ არ
ამოვდივარ სხვა პოლიტიკოსებივით მარტო არჩევნების წინ, სამი კვირით ადრე, რომ
გითხრათ როგორ მიყვარხართ და შემდეგ დამავიწყდეთ მომავალ არჩევნებამდე, ის, რასაც
სახემწიფო დებს ახლა სვანეთში, ბევრად მეტია ვიდრე საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე
იხარჯება სხვა რეგიონში, იმიტომ რომ სვანეთი ჩვეულებრივი რეგიონი არ არის, ეს არის
საქართველოს გვირგვინი, ეს არის საქართველოს სულიერი ძალის გამოხატულება. ჩვენ
დავამყარეთ წესრიგი, მაგრამ მეორე, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ
უნდა დავამარცხოთ სიღარიბე და უკან მოვიტოვოთ გასაჭირი,“-განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა
აქვე ისაუბრა იმ გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ზემო სვანეთს და ქვემო სვანეთს
ერთმანეთთან დააკავშირებს, მისი თქმით, ამ პროექტის სისრულეში მოყვანას ხელს
ვერაფერი შეუშლის.
„ჩვენ
აუცილებლად შევაერთებთ სვანეთს ძირითად საქართველოსთან ბევრად უფრო მოკლე გზით, რაც რეალურად დიდ შემოსავალს მოიტანს ტურიზმის თვალსაზრისით,“- განაცხადა
პრეზიდენტმა.
Internet.ge