საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო
სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ტაძარი მეუფე კალისტრატესთან ერთად მოინახულა
და აღნიშნა, რომ ბაგრატის რეაბილიტაცია სექტემბრის
ბოლოს დასრულდება.
„მახსოვს აქ სიებით დარბოდნენ და მიტინგებს მართავდნენ,
რომ ეს უნიკალური ტაძარი არ აღგვედგინა. ამ ადამიანებს ვრცელი სია დღესაც აქვთ თუ რა
უნდა ააშენონ და დაანგრიონ. ვერ მივხვდი რა პოლიტიკაა ასეთი ნგრევის და არა შენების“,-
განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თავის მხრივ მეუფე კალისტრატემ კი აღნიშნა, რომ ვინც
ტაძრის რეაბილიტაციას ეწინააღმდეგებოდა თავისი ისტორია არ იცის.
„ვინც ამ კეთილ საქმეს ეწინააღმდეგება ან გაუნათლებელია
ან ისტორია არ იცის. ამ ტაძარს მისტიური დანიშნულება აქვს ის ერთიანი საქართველოს სიმბოლოა“,-
განაცხადა მეუფემ და მიხეილ სააკააშვილს სარეაბილკიტაციო სამუშაოების დაწყების ინიციატივისთვის
მადლობა გადაუხადა. მეუფემ პრეზიდენტს ბოროტი ძალების დამარცხება უსურვა.
სააკაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონს მარტო ახალი პარლამენტი
არ ეყოფა.
მისი თქმით, ქალაქში მსგავსი ტიპის მსოფლიო მნიშვნელობის
ტაძარი უნდა არსებობდეს.
„მარტო ეს ტაძარი არ უნდა ავაშენოთ, ბევრი ქალაქია გასაკეთებელი,
ქუთაისს მარტო პარლამენტი არ ეყოფა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ბაგრატის ტაძარზე
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009 წელს დაიწყო.
internet.ge