საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რაჭაში სასოფლო სამეურნეო
სამუშაოები დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილი სოფელ ხიხამთაში იმყოფებოდა და თიბვის პროცესით
დაინტერესდა.
მერაბიშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება მეცხოველეობის
განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის განვითარებას
შეუწყობს ხელს.
პრემიერის თქმით, ხიხამთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციამ
ამ სოფლში სასოფლო სამუშაოების ჩატარება გაამარტივა. მთავრობამ სოფელს 7 ერთეული თანამედროვე
ტრაქტორიც გადასცა.
მერაბიშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ
კარგი ხარისხის თივა საქართველოში საქონლის ხორცის გაიაფებას გამოიწვევს.
„თქვენ იცით, რომ ჩვენთან ხორცი გაცილებით იაფია, ვიდრე
ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ამ ბიზნესის განვითარებისთვის კი ჩვენ სათიბი ტერიტორიები
კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ“,- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით მეცხოველეობის განვითარებისთვის საჭიროა
სოფელში არსებული სათიბი მიწის მაქსიმალური ჰექტარის ათვისება.
მერაბიშვილის ინიციატივით მთავრობა სოფელში სათიბ მიწებს
იჯარით აიღებს.
„ჩვენ იმპორტირებულ საქონელს არ უნდა ვჭამდეთ, დავდგებით
თქვენს გვერდით, სანამ საჭირო იქნება“,- განმარტა მერაბიშვილმა.
internet.ge