საქართველოს პრეზიდენტი ბეშუმში „შუამთობის“
დღესასწაულზე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს და დღესასწაულზე მყოფ
მოსახლეობას შეხვდა.
ქვეყნის პირველი პირმა დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული
მიულოცა და განაცხადა, რომ არასდროს ამ დღესასწაულზე ამდენი ხალხი არ ყოფილა და ეს
იმის გამო ხდება, რომ აჭარა უკვე წელში გამართულია.
„8 წლის წინ ეს ადგილი შეურაცხყოფილი იყო, გაბატონებული
იყო სიღატაკე ახლა კი, ეს ადგილი არის ევროპელების და ამერიკელების კეთილი შურის
მიბაძვის და ტაშის კვრის ობიექტია. ჩვენ აჭარის მაგალითზე შევქმენით მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეგიონი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, წელს არის ბოლო შუამთობა
როდესაც ცუდი გზით მოუწია ხალხს ბეშუმში მისვლა.
„დაიწყო გოდერძის და ადიგენის შემაერთებელი გზის
მშენებლობა. ასევე მოვაწერეთ ხელი ფრანგებთან და დაიწყება სათხილამურო კურორტის მშენებლობაც.
ამ კურორტის მშენებლობის შემდეგ კი, აღარ იქნება სიღარიბე და გაჭირვება“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დასწრებას გეგმავდა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა, ის ამ დრომდე ბეშუმში არ გამოჩენილა.
internet.ge