თურქეთში
პოლიტიკური სკანდალი მწიფდება, რომელიც პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოს უკავშირდება. მასზე
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა გამოსახული, რომელსაც თურქეთის პრემიერთან
სატელეფონო საუბრისას საჩვენებელი თითი აქვს აწეული.
თურქეთის
ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია პრემიერ ერდოღანისგან პარლამენტისთვის
ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს, თუ რას მოიმოქმედებს ამასთან დაკავშირებით
მთავრობის მეთაური. „ეს ფოტო ხსნის, თუ ვისგან იღებს მითითებებს ქვეყნის მართვისას
ჩვენი პრემიერ-მინისტრი,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა.
ატეხილი
ხმაურის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ეს ფოტო ხაზს უსვამს ორი ქვეყნის
ლიდერს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას. იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს
სერიოზულ საუბარზე, რომელიც სირიის ვითარებას შეეხებოდა.
სატელეფონო
საუბარი ობამასა და ერდოღანს შორის ორშაბათს შედგა.
internet.ge