დავით ბაქრაძე საზაფხულო დასაქმების პროგრამა - “Summer job”-ის
50-მდე
სტუდენტს
პარლამენტის
ქუთაისში
გადატანისა
და
საზაფხულო
დასაქმების
მნიშვნელობაზე
ესაუბრა.
პარლამენტის
თავმჯდომარე
საკანონმდებლო
ორგანოს მშენებლობაზე დასაქმებული სტუდენტების სამუშაო პირობებით დაინტერესდა.
მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნაა.
„სტუდენტების საზაფხულო დასაქმებაც იმ ინიციატივის ნაწილია, რაც ამ თვალსაზრისით მთავრობამ უკანასკნელ
პერიოდში
შეიმუშავა.
ახალგაზრდებს
შრომის
მიმართ
დამოკიდებულება
თავიდანვე
უყალიბდებათ. უახლოეს წლებში უმუშევრობა მინიმუმ უნდა გავანახევროთ“ – აღნიშნა დავით
ბაქრაძემ.
სტუდენტური დასაქმების პროგრამა - “Summer job” 20 ივლისს
დაიწყო
და
20 აგვისტომდე
გაგრძელდება.
სტუდენტების
ანაზღაურება
კი
500 ლარს
შეადგენს.
internet.ge