პარტიებს ბათუმში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიაში (უსკო), განაცხადის შეტანის ვადა დღეს ეწურებათ.
პარტიებმა განაცხადი დღეს, 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველს წელს, ორის ნაცვლად ოთხი ბიულეტენი გადაეცემა. უმაღლესი საბჭოს არსებული 18 დეპუტატის ნაცვლად, წელს 21-ის არჩევა მოხდება, მათგან 6 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული
წესით
აირჩევა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
Internet.ge