საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მთლიანად იცვლება ეკონომიკური გეოგრაფია, ძალიან ბევრი რამ კეთდება და ქვეყანა წინ მიდის.
ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა დღეს, ანაკლიაში ახალი აკვაპარკის გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, რეგიონებში ახალი პერსპექტივა უჩნდება ხალხს და სამუშაო ადგილები იქმნება.
“ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები ამბობენ, რომ მესტიაში გზა არ არის საჭირო, რადგან 16 საათი სავალი რომ იყო ამას უფრო ხიბლი აქვსო. აეროპორტი კი, სვანეთის შეურაცხყოფა არისო. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუთხრა, რადგან კაბინეტებიდან მსჯელობა ადვილია. აბა იმ ადამიანებს კითხონ, ვინც 16 საათი მიდიოდა გზაზე”,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge