ივანიშვილის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბათუმში დღეს, “ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი აქცია განსაკუთრებულია, რადგან ის არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ პირველია.
ფანჯიკიძის განცხადებით, აქციაზე იქნებიან ადგილობრივი გამომსვლელები, ხოლო მთავარი სიტყვით აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
მისივე თქმით, დღეს იქნება
სხვა აქციებისგან განსხვავებული მუსიკალური გაფორმებაც.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ მორიგი აქცია დღეს, ბათუმში 19:00 საათზე გაიმართება.
internet.ge