პოლიტიკურ პარტიებს,
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა ამოეწურათ.
ცესკო-ში სულ
40 პარტიის განაცხადია შესული, 19- მა კი, რესგიტრაცია უკვე გაიარა.
ცესკოს თავმჯდომარის
ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში
წარმომადგენელი უკვე ჰყავთ, ცესკოში განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტომდე აქვთ. მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა კი, პირველ სექტემბრამდეა.
ასევე, რამდენიმე
დღეში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირება
უნდა დაიწყონ. რაიონულმა მუნიციპალიტეტებმა, საკრებულოებმა და გამგეობებმა 11 აგვისტომდე
უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების სია, სადაც სააგიტაციო მასალების გამოქვეყნება
აიკრძალება.
შეგახსენებთ, რომ
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
საკუთარ არჩევანს
სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცები არჩევნების წინა დღეს გააკეთებენ. ჰელმანდის ოლქში
არჩევნებს 7 ადამიანი დააკვირდება.
Internet.ge