“ქართული ოცნების” აქციაზე, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარდა სიტყვით, კოალიციის წევრები და მხარდამჭერებიც გამოვიდნენ.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით, “ქართული ოცნების” ბათუმის საინიციატივო ჯგუფის წევრმა მედეა ვასაძემ მიმართა.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ, მხატვარი აკო ძნელაძე, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და ჟურნალისტი სულხან ღლონტი.
შეკრებილ საზოგადოებას ივანიშვილმაც მიმართა და გუშინ ბეშუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარი ინციდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.
internet.ge