ბიძინა ივანიშვილმა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის გატარებაში
დაადანაშაულა.
როგორც „ქართული
ოცნების“ ლიდერმა ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ხელისუფლება მას საბჭოთა წყობილების
აღდგენის სურვილში უსაფუძვლოდ ადანაშაულებს.
„დააკვირდით მმართველ
გუნდს და აღმოაჩენთ საბჭოთა წყობილების ლიდერებსა და სააკაშვილიის საქციელის მსგავსებას.
საქართველოში ტყუილის, სიცრუის, სიყალბის დრო დასრულდა. სსრკ-ში კარგად რომ გეცხოვრა,
უნდა გეფიქრა ერთი, გელაპარაკა მეორე და გეკეთებინა მესამე, ასე იქცევა დღევანდელი
ხელიუფლებაც,“- განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, კოალიციის
ლიდერი პრეზიდენტის რეპლიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი აშენებული
ქვეყნის დამანგრევეველთათვის გადაცემას არ აპირებს.
„გუშინ გაკეთბული
რეპლიკით გამოჩნდა, რომ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge