კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსული ბაზარი აუცილებლად აღდგება.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, რუსული ბაზარი ქვეყნისთვის ხელოვნურად, პრეზიდენტის გამონათქვემების გამო დაიხურა.
“ჩვენ ხალხის გაუსაძლის ყოფას დავასრულებთ. “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ააღორძინოს სოფლის მეურნეობა და ამისათვის 1 მილიარდიან ფონდსაც შევქმნით. ქართულ ბაზარს ჩვენს მიერ მოყვანილი მოსავალი დაუბრუნდება”,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge