ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიაში,
არჩევნებისთვის
სულ 41 პარტიის განაცხადია შესული, 19- მა კი რეგისტრაცია უკვე გაიარა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს
წარმომადგენელმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა პირველ სექტემბრამდეა.
რამდენიმე
დღეში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა
სააგიტაციო
მასალების
განთავსების
რეგულირება
უნდა დაიწყონ. რაიონულმა მუნიციპალიტეტებმა,
საკრებულოებმა
და გამგეობებმა 11 აგვისტომდე უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების სია, სადაც სააგიტაციო მასალების გამოქვეყნება აიკრძალება.
აზარაშვილის განცხადებით, საკუთარ არჩევანს სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გააკეთებენ. ჰელმანდის ოლქში 2 საარჩევნო პუნქტი გაიხსნება.
ცესკო
ავღანეთიდან სწორედ ამ ჯარისკაცების ზუსტ სიას ელოდება. არჩევნებს 7 ადამიანი დააკვირდება.
შეგახსენებთ,
რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით
2012 წლის
1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
internet.ge