GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
‘’მემარჯვენეები" კონფლიქტის ზონაში არსებული საწარმოების ხელშეწყობას ითხოვენ
14:50 06.08.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეები"-ს გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ ბორცვაძე დღეს სოფელ კარალეთში ახლადგახსნილ მეფრინველეობის ფაბრიკას სტუმრობდა. 

"საქართველოს სოფლების უმრავლესობა  მოკლებულია ისეთ ფუფუნებას, როგორიცაა სოფელში მცირე საწარმოს არსებობა.  დღეს სანთლით საძებარია სოფელში მცირე საწარმო  და თუ სადმე რამე არსებობს, საერთოდ არ არის  ხელშეწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ამის მაგალითია კარალეთში მოქმედი მცირე მეფრინველეობის ფაბრიკა, რომლის მეპატრონეს პენსიონერ შოთა ადუაშვილს პენსიაც კი დაუყადაღეს იმის გამო, რომ მიწის გადასახადი ვერ გადაიხადა"– განაცხადა სოსო ბორცვაძემ.                                                                                                                                              

მისი თქმით, მონოპოლიური ბიზნესი ამ სფეროსთვისაც დაუძლეველ პრობლემად გადაიქცა. ქართული ბაზარი გაჯერებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ქათმის ხორცით და ამ პირობებში ადგილობრივი ქართული წარმოების პროდუქტი, ბუნებრივია, კონკურენციას ვეღარ უწევს იმპორტირებულ პროდუქციას. 

"იყო დრო, როცა საქართველოში თითქმის ყველა სოფელში იყო მცირე თუ საშუალო სიდიდის საწარმო, ხალხი დასაქმებული იყო და ოჯახებს შემოსავალი ჰქონდა. დღეს ამ მხრივ მძიმე რეალობა გვაქვს და მხოლოდ ტელევიზიით ბრტყელ–ბრტყელი ლაპარაკი საქმეს არ შველის"– აცხადებს სოსო ბორცვაძე .

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
პროკურატურა თვალთმაქცური გარიგებების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს3
გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს შეხვდება4
დიმიტრი შაშკინი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X