საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს საქართველოში სამაგალითო
რთველი უნდა ჩატარდეს, ბევრი ახალი ვენახი უნდა გაშენდეს და ხეხილის ახალი ჯიშები
შემოვიდეს.
ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის პირველმა პირმა, ლევან ბეჟაშვილთან
და გიორგი სიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წელს ყურძნის ჩაბარების ფასი
გაიზრდება და წინა წლებთან შედარებით გაცილებით მოიმატებს.
„მსოფლიო ბაზრებზე ღვინის გაყიდვების სერიოზული ზრდა გვაქვს.
მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ წლიდან მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვის
პრობლემა აღარ იარსებებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტი კახეთის გუბერნატორის პირველ
მოადგილეს გიორგი სიბაშვილსა და კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო
შტაბის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოების
მიმდინარეობით დაინტერესდა და მათ ამ სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა.
internet.ge