კოალიცია „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას
დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ „ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში წინასაარჩევნო
კამპანიის შეწყვეტა გონივრულია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია
ფანჯიკიძემ განუცხადა, კოალიცია მმართველი გუნდის მოწოდებას უერთდება და 7-8
აგვისტოს წინასაარჩევნო აქტივობაზე უარს ამბობს.
მმართველი გუნდი, "ხსოვნის კვირეულთან" დაკავშირებით, 7-8
აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს. დღეს იმავეს გაკეთება „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შესთავაზა.
internet.ge