მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი გმირების სახელზე მოვიპოვებთ გამარჯვებას
21:43 06.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა.
მიხეილ სააკაშვილი რეგიონის სამი სოფლის: ძევერას, ქიწნისისა და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა. კარალეთში ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
ქვეყნის პირველმა პირმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. პრეზიდენტმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ, საბოლოოდ, საქართველო აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.
"დიდიხანია მინდოდა თქვენთან მოსვლა, ბოლო კვირების განმავლობაში... ჩემი თვალით ვნახე მეც და მთელმა ერმაც, როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი. ჩვენმა მტერმა თქვენ წაგართვათ ყველაფერი, სიცოცხლის გარდა და ზოგიერთ თქვენს ახლობელს წაართვა სიცოცხლეც, მაგრამ თქვენ ვერ გაგტეხათ.
მე ბევრი მივლია თქვენს ხეობებში. ჩემთვის ყველაზე მოუშუშებელი ტკივილია რაც მათ ფეხქვეშ გათელეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერ ამას დავიბრუნებთ.
ახლა ქართლის შუაგულში ვდგავარ. აქ დამპყრობელმა ფეხი ვერასდროს მოიკიდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც რუსეთი მოიკიდებს ფეხს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ხეობებს, ჩვენს სოფლებს და დავიბრუნებთ მათ.
თქვენ ყველანი გმირები ხართ. რამდენი ღირსეული ჯარისკაცი დავკარგეთ ამ მიწაზე, სანამ სული გვიდგას, მათ სახელზე მოვიპოვებთ გამარჯვებას, უკან ვერავინ დაგვახევინებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|