საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართული
სახელმწიფო დროშა პირადად დაუშვა.
პარლამენტის წინ შეკრებილები იყვნენ უმრავლესობის წევრები, რომლებმაც
კიდევ ერთხელ დაგმეს 4 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ეთო-წმენდა და ოკუპაცია.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში,
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის
პატივსაცემად, 7 და 8 აგვისტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეს დილიდან სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ასევე მმართველი გუნდი "ხსოვნის კვირეულთან" დაკავშირებით,
ორი დღით, წინასაარჩევნო კამპანის წყვეტს.
"ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნულ ინიციატივას დანარჩენი
პარტიებიც შეუერთდნენ.
Internet.ge