“ქართული ოცნების“
ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ, შავი პიარის ახალი გიგანატური
ტალღა გორდება, რომელსაც ხელისუფლება და „ნაციონალური არხები“ ამზადებენ.
აღნიშნულ
საკითხზე განცხადება, კალაძემ დღეს, სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე გააკეთა.
კალაძის
განცხადებით, მის წინააღმდეგ წლების მანძილზე ხორციელდებოდა შავი პიარი, რამაც ვერ
იმუშავა.
„ჩემო მეგობრებო, დღევანდელი კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლების უშრეტ ფანტაზიას, საზღვარი არა აქვს. წლების მანძილზე ნაციონალური არხების, სოდის და კუდის ერთობლივად განხორციელებულმა შავმა პიარმა არ იმუშავა და საზოგადოება ვერ დააჯერეს, რომ ვარ ცუდი, უღირსი ადამიანი. თუმცა ქართველი "სამართალდამცავების" ნაწილი და "თავისუფალი მედიის" წარმომადგენლები ამას არ დასჯერდნენ და ახლა სრულიად სხვა სახის, მათთვის დამახასიათებელი უნიჭო, მაგრამ
რაც მთავარია ბინძური, შავი პიარის ახალ გიგანტურ ტალღას
აგორებენ არა როგორც კოალიციის ლიდერზე, არამედ როგორც პიროვნებაზე, ადამიანზე. მინდა ვუთხრა ყველა იმ
პიროვნებას,
ვინც აღნიშნული ავანტიურა დაგეგმა ან იღებს
მონაწილეობას,
რომ არსებობს მორალი და აგრეთვე არსებობს კანონი,
მათ მოუწევთ ამ ორი
ფაქტორის გათვალისწინება. შესაძლოა დღეს არა,
მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge