ვლადიმერ პუტინი დიმიტრი
მედვედევს გამოესარჩლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავზე მაშინდელი
მაღალჩინოსანი სამხედროებისა და მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა.
მაშინდელი პრეზიდენტი და
მთავარსარდალი, თითქმის დამნაშავედ გამოაცხადეს იმაში, რომ დროულად არ მიიღო საომარი
მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, რის გამოც დიდი იყო მსხვერპლი.
ვლადიმერ პუტინმა ამ
ბრალდებების საპასუხოდ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „შეიარაღებულ
კონფლიქტში ჩართვისა და საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწვეტილების
მიღება საპასუხისმგებლოა, რადგან იქ ადამიანები იღუპებიან. ჩვენ 8 აგვისტომდე
ვფიქრობდით, თუმცა ქართული არმია სამხრეთ ოსეთს უკვე 4 აგვისტოს მოადგა, 6-ში კი
უკვე მასირებული შეტევა დაიწყო,“ - განაცხადა პუტინმა.
როგორც სამხედროები
ამბობენ, საბოლოოდ, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ ბრძანება მას შემდეგ
გაიცა, რაც საქმეში პეკინიდან ვლადიმერ პუტინი ჩაერთო.
Internet.ge