GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით ვერაფერი მოიგო
20:41 07.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორის სამხედრო აკადემიაში, ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დღევანდელი დღე ყველაზე მტკივნეული და მოუშუშებელია, რომელიც ქართველების სისხლითაა დაწერილი.

გორში, დაღუპულთა ხსოვნას წამიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა დაღუპული ჯარისკაცის სახელი სამარადჟამოდ ემახსოვრება, მათი მკვლელები გამარჯვებას ვერ იზეიმებენ და ოცნება დააჩოქონ საქართველო არასდროს ახდება.

“დღევანდელი დღე ასევე არის დევნილებისთვის შეხსენების დღე, რომ ჩვენ არც ერთ მათგანს განსაცდელში არ დავტოვებთ. გვესმის, რომ მათი ტკივილი და ბრაზი წარმოუდგენელია. მათი ტკივილი კი, თითოეულ ჩვენთაგანს სტკივა. დარჩება მოუშუშბელი იარები, მაგრამ წართმეულს აუცილებლად დავიბრუნებთ, საქართველო კი, იქნება მთლიანი და თავისუფალი”,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, კრემლის მიზანი 2008 წელს ნათელი იყო. მათ სურდათ ქვეყნის დამორჩილება, თბილისის აღება და საგარეო პოლიტკური კურსის 180 გრადუსით შემობრუნება.

“ ხშირად არის კამათი საქართველომ მოიგო თუ წააგო ეს ომი, სანამ ჩვენ მიწაზე ოკუპანტები დგანან, როგორ მოგვიბრუნდება ენა რომ ვთქავათ, რომ ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, მაგრამ რა მოიგო რუსეთმა? საქართველო რუსეთმა ვერ აიღო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, რუსეთს ჰქონდა სურვილი, საქართველოს მთავრობის დამხობის, წყობილების შეცვლის და ლიდერების ფიზიკური განადგურების, მაგრამ მათ ვერაფერი მოახერხეს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო გახდა უფრო მეტი, ვიდრე ქვეყანა1
გოგა ხაინდრავა კანონიერი ქურდების დახმარებით ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდა2
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით ვერაფერი მოიგო3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (18 - 24 ივნისი)4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X