GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთში ვითარება მალე შეიცვლება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც მოწესრიგდება
20:57 07.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავდადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის მიერ დატოვებული უამრავი მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის დამპყრობლური მიზნების თაობაზეც გაამახვილა. მისი თქმით მიუხედავად მცდელობისა, რუსეთთმა მაინც ვერ მოახერხა საქართველოს დამორჩილება და ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნებისთვის ხელის შეშლა. ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთისა და ამერიკის მხარდაჭერის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, სწორედ რუსეთის გეგმების ჩაშლას, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნები აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად გააგრძელებს სვლას ქვეყნის განვითარებისკენ.

პრეზიდენტი რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის თემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთში ვითარება მალე შეიცვლება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც მოწესრიგდება. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე.

ეროვნული თავდაცვის აკადემია პირველი „იუნკერთა სკოლის“ შთამომავალია, რომელიც 1919 წელს დაარსდა და 1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გაუქმდა. 1993 წელს აკადემია აღადგინეს, 2005 წელს კი  ცვლილებები განიცადა. ოფიცერთა მომზადების კურსის ხანგრძლოვობა 18 თვით განისაზღვრა.

2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფუნქციონირებს საბაკალავრო, უმცროს ოფიცერთა ძირითადი მომზადების,  ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა მომზადების ძირითადი სკოლები. ასევე სამედიცინო სფეროს ოფიცერთა მომზადების სკოლა, კაპიტნის საკარიერო სკოლა, სამეთაურო-საშტაბო სკოლა, თავდაცვის უმაღლესი სკოლა და ენობრივი მომზადების სკოლა.

აკადემიაში ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელები თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებენ 10-წლიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, კურსანტები 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს გადიან. სწავლის დასრულების შემდეგ მსმენელები ლეიტენანტის წოდებას იღებენ. 

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მასშტაბური ავარიის შედეგად 52 ადამიანი დაშავდა (VIDEO)1
მერაბიშვილი: ხალხს ჯანდაცვის სფეროს მიმართ რწმენა უნდა დავუბრუნოთ2
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთში ვითარება მალე შეიცვლება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც მოწესრიგდება3
საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალ სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა4
126 ახალი ტრაქტორი რეგიონებში გადანაწილდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X