რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხი წლისთავთან
დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს ცხინვალის რეგიონის
მხარდაჭერას, რომელსაც, მისი თქმით, უკვე აქვს „სახელმწიფოებრიობისათვის საჭირო
ყველა ატრიბუტი“.
კარასინის თქმით,
გაგრძელდება აღიარების პროცესიც, რომლის შეფერხების გამოც, ოკუპირებული რეგიონის
მოსახლეობა, შესაძლოა, უკმაყოფილოა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
პირდება მათ, რომ ყველაფერი ახლა იწყება.
ამის პარალელურად,
კარასინმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში „საღი აზრი გაიმარჯვებს“ და
„რევანშისტული სცენარებიც“, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მისწრაფებაც
აღარ იარსებებს.
„ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის რევანშისტული
სცენარები, ძალისმიერი მეთოდები, ისევ ცოცხლობს თბილისის პოლიტიკოსთა თავებში. ეს
უნდა გავითვალისწინოთ“ - განაცხადა კარასინმა და გამოთქვა იმედი, რომ მალე
საქართველოში „საღი აზრი“ გაიმარჯვებს,
რისთვისაც დროა საჭირო. უნდა მოხდეს გაცნობიერება იმისა,
რომ ისტერიკა სერიოზული პოლიტიკით შეიცვალოს“. თუ რას გულისხმობდა ამაში მინისტრის
მოადგილე, არ დაუკონკრეტებია.
გრიგორი
კარასინის ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა
გამოქვეყნებული.
internet.ge