პუტინმა დაადასტურა, რომ გენერალური შტაბის მიერ მომზადებული აგვისტოს ომის გეგმა დაამტკიცა
რუსეთს ჰქონდა „ქართული აგრესიის“ საპასუხო გეგმა, რომელიც 2006 წლის
ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა დამტკიცებული.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს
სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„გეგმა იყო. გეგმა მოამზადა გენერალურმა შტაბმა და სადღაც, 2006 წლის
ბოლოს, 2007-ის დასაწყისში ის მე დავამტკიცე“ - განაცხადა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს პირადად დაურეკა
მედვედევსა და სერდიუკოვს და საქართველოზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებაში მონაწილეობა მიიღო.
მანამდე, ოფიციალურად, პუტინის როლის შესახებ ამ გადაწყვეტილების
მიღებისას, არასოდეს თქმულა.
internet.ge