კაპანაძე: პუტინის განცხადებით დასტურდება, რომ რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინის მიერ დღეს
გაკეთებული განცხადებით დასტურდება, რომ რუსეთმა იმ პერიოდში არსებული ყველა
საერთაშორისო ნორმა დაარღვია.
„დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მან დაარღვია როგორც
საერთაშორისო, ასევე დსთ-ს ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები. რომელიც ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის
მოგვარებას გულისხმობდა“,- განაცხადა კაპანაძემ.
რუსეთის პრეზიდეტმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,
რომ რუსეთი ცხინვალს საომარი მოქმედებებისთვის ამზადებდა.
„გეგმა იყო. გეგმა მოამზადა გენერალურმა შტაბმა და სადღაც, 2006 წლის
ბოლოს, 2007-ის დასაწყისში ის მე დავამტკიცე“ - განაცხადა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს პირადად დაურეკა
მედვედევსა და სერდიუკოვს და საქართველოზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებაში მონაწილეობა მიიღო.
internet.ge