GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სანდრო ბარამიძე: არ ვიცი კანონი, რომელიც პირს საკუთარი თანხის ანგარიშიდან მოხსნას უკრძალავს
10:29 09.08.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება, რომელიც საბანკო ანგარიშიდან ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის მიერ სოლიდური თანხების მოხსნას ეხება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

როგორც იურისტმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, არ არსებობს კანონი, რომელიც პირს საკუთარი თანხის ანგარიშიდან მოხსნას უკრძალავს.

"მსგავსი ნორმა სამართალში არ არსებობს, ამიტომ იმის კომენტირებაც მიჭირს, თუ რა სამართლებრივი ფორმა მოვძებნო და მივმართო მოგელაძის უწყებას. შეფასება შემიძლია გაგიკეთოთ და გითხრათ, რომ ეს განცხადება უკანონოა“,- განაცხადა ბარამიძემ.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით,  ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილით მიმართა, წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ,  რაზეც წერილის ადრესატებმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილი: საქართველოში პენსია 100 დოლარი იქნება1
ხვალ მინდელი და პოლიტკოვსკაია ჩაბნელდება2
ჯაფარიძე: ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო თუ რუსეთი თბილისს აიღებდა3
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)4
Wifi-ის ახალი ტექნოლოგია მალე ხელმისაწვდომი იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X