GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტს ხუთდღიან ვადას აძლევს
14:13 07.04.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის ვადაში, პრეზიდენტი ბიზნესმენის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ გამოაქვეყნებს, ადვოკატები მას უარყოფით პასუხად ჩათვლიან.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, დადებითი პასუხის შემთხვევაში პრეზიდენტი ბრძანებულებას გამოსცემს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი განკარგულებას.

კბილაშვილის თქმით,  ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ რამდენიმე დღით გადაიწია, რისი მიზეზებიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა.

„არსებობს ერთგვარი მოსაზრება ხელისუფლებაში, რომ პრეზიდენტს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პასუხის გასაცემად ვადა კიდევ აქვს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ რამდენი დღით გადაიწია. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის პასუხს, მაგრამ თუ 4-5 დღის განმავლობაში ეს პასუხი არ იქნება, მაშინ ჩვენ ამას უარყოფით პასუხად ჩავთვლით“,- განაცხადა კბილაშვილმა.

ადვოკატის თქმით,  მათი მომავალი გეგმების შესახებ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტისგან დადებით ან უარყოფით პასუხს მიიღებენ.

შეგახსენებ, რომ იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს, რადგან მათი დასკვნით, "სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს".

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: ავიაკატასტროფა ნეპალში1
ფოტორეპორტაჟი: ლონდონი 2012 გახსნის ცერემონიალი2
ფოტორეპორტაჟი: სააღდგომო სუფრა პრეზიდენტის სასახლეში3
ფოტორეპორაჟი: კახა ლომაია "ქართული ოცნების" აქციაზე4
უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X