GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
BBC საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს
14:29 09.08.2012
დღის სიახლეები

“საქართველოში 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნის დემოკრატიის ტესტი იქნება“, - ასე აფასებს გავლენიანი მედიასაშუალება BBC საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს.

სტატიის ავტორი დამიენ მაგუნესი წერს, რომ არჩევნებზე ერთმანეთს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მილიონერი ბიძინა ივანიშვილის პარტიები დაუპირისპირდებიან. 

„პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია ლიდერობს ყველა დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში. თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამ მონაცემებს და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების მშვიდობიანი აღაირების პირობას წარმოადგენს,“ - წერს BBC.

გამოქვეყნებულ სტატიაში ორივე მხარის ბრალდებებია წარმოდგენილი. „ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ არაფერი ხდება, ეს მხოლოდდამხოლოდ სამართლიანობის ფასადია,“ - მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის ციტატა. ამასთანავე, სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებას და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო დახმარებები მხოლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვისასთვის გამოიყენა.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს პარტიის ლიდერების პიროვნულ მახასიათებლებზეც: „პრეზიდენტი სააკაშვილი არის ტოლერანტული რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისაგან, რომელიც შემაწუხებლად ნაციონალურია.“

დამიენ მაგუნესი მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზეც წერს: „როდესაც ის 2003 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა, კორუმპირებული საბჭოთა ელიტა მოიშორა. მან ბევრი დაპირება შეასრულა და ქვეყანაში არსებული საშინელი კრიმინალი დაამარცხა,“- ნათქვამია სტატიაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსი ექსპერტი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ1
რასმუსენმა facebook-ში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განათავსა2
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა3
პოლიციელმა 5 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა4
კანცელარიაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X