„ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
პრესსპიკერი დეპუტატი ჩიორა
თაქათაქიშვილი იქნება.
მედიის
წარმომადგენლებს ახალი სპიკერი დღეს,
მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მიხეილ
მაჭავარიანმა წარუდგინა.
მისი თქმით, ჩიორა
თაქთაქიშვილი იქნება სპიკერი იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელთა აუცილებლობაც იარსებებს საარჩევნო პერიოდში.
„ბევრი
ვიფიქრეთ, ვის შეეძლო
დაეკავებინა აღნიშნული თანამდებობა. საბოლოოდ კი,
გადავწყვიეთ, რომ სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი იქნებოდა. ის 4 წლის
განმავლობაში იყო ერთ-ერთი
კარგი აღმოჩენა საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
internet.ge