ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს
კეთილი სურვილების გამო მადლობას უხდის.
როგორც მაია ფანჯიკიძემ „ინტერნეტ.ჯი“-სთან ნინო ბურჯანაძის
გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, ყველა პოლიტიკოს აქვს უფლება
არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ან ბოიკოტი გამოუცხადოს მას.
„მადლობა ქალბატონ ნინოს კეთილი სურვილებისთვის, სხვა კომენტარს ვერ
გავაკეთებ“,- აღნიშნა პრესსპიკერმა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "დემოკრატიული მოძრაობა" 2012
წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
internet.ge