GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მირზა დავითაიამ ქართველ ემიგრანტებს მადლობა გადაუხადა
17:08 09.08.2012
დღის სიახლეები

ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის კვირეულთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა დავითაიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც “ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ქალაქები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის კვირეულის ფარგლებში  მიძღვნილმა ღონისძიებებმა მოიცვა.

აქციები ტარდება საზღვარგარეთაც. თქვენ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპროტესტებთ რუსულ აგრესიას.

4 წლის წინ თქვენს, დიასპორის თავდაუზოგავ აქტივობებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება მოგეხდინათ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. თქვენ, მაშინაც და მთელი ამ წლების მანძილზე ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეთ სამშობლოს და მოახერხეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ერების სოლიდარობის  ჩვენი ქვეყნის ირგვლივ კონცენტრირება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომლებმაც, მიუხედავად უცხოეთში არსებული მძიმე სამუშაო განრიგისა, მოახერხეთ და ამა, თუ იმ ფორმით შეუერთდით იმ ხსოვნის კვირეულს, რომელსაც საქართველო მიმდინარე კვირის მანძილზე აღნიშნავს. თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ერთიანი განუყოფელი ნაწილი ხართ ჩვენი ერთიანი ეროვნული სხეულისა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა მაინც ახერხებს ჩვენში მოძებნოს ცალკეული ადამიანები, რომლებიც მათთან უნისონში დაადანაშაულებენ საქართველოს იმ დიდ ტრაგედიაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას 4 წლის წინ   დაატყდა თავს, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა რჩებით  ქვეყნის და ეროვნული იდეალების ერთგული, საღად აფასებთ მომხდარსაც და მომავალ გამოწვევებსაც. ქართველი ერი და მისი დიასპორა ერთგული რჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის იდეისა.

ქართველი ერის ეს ერთსულოვნება, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ, მიმტკიცებს რწმენას, რომ საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა ერთიანობისა და ნათელი მომავლისთვის სულ მალე ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფინეთი - საქართველო 1:11
სახალხო დამცველი ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარმოადგენს2
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს3
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს4
კუბაში ტროპიკულ შტორმს - "სენდის" ელოდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X