ვანო მერაბიშვილი და დიმიტრი შაშკინი რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ რომელაშვილების ოჯახს ესტუმრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი
დიმიტრი შაშკინი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გიორგი
და გელა რომელაშვილების ოჯახს ესტუმრნენ.
პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში
გარდაცვლილების ოჯახს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი
ოჯახები ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ.
პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს ახალ კონცეფციაზეც
ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სახელმწიფოს მხრიდან
სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე ტოტალური ზრუნვაა, კონცეფცია ძალაში
2013 წლიდან შევა. პრემიერმა ისიც
აღნიშნა, რომ გორში ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი დაერქმევა.
ლეიტენანტი გიორგი და კაპრალი გელა რომელაშვილები
გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, მათ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
ორდენი აქვთ მინიჭებული, ასევე მიღებული აქვთ მედლები „სამშობლოსთვის
თავდადებული" და „მხედრული მამაცობისთვის".
გიორგი და გელა 2008 წლის 9 აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ, მათ სიცოცხლე შესწირეს
საქართველოს თავისუფლებას.
Internet.ge