GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
12:14 10.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 8 აგვისტოს, პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკანონოდ შევიდა სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე და ეწვია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. ეს მოქმედება საქართველოს კანონმდებლობისა და კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით განხორიციელდა.

„რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კონტექსტი და ტონალობა ემსახურება საქართველოსაგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჩვენებითი „დამოუკიდებლობის" არგუმენტის გამყარებას. იმდროინდელი პრეზიდენტის, მედვედევის გადაწყვეტილება ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ურცხვი სამხედრო აგრესიის პოლიტიკურად შენიღბვის განწირულ მცდელობას. რუსეთი ფაქტიურად იზოლირებულია ამ გადაწყვეტილებაში. მისმა ძალისხმევამ, მოესყიდა საერთაშორისო თანამეგობრობა დაშინებისა თუ წახალისების გზით მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო. შესაბამისად, ბატონი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი რუსეთისავე შიგნით და გარკვეულწილად, საერთაშორისო არენაზე მისი პრესტიჟის შენარჩუნებას ემსახურება“,- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებით, საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია.

„კრემლი უნდა აცნობიერებდეს, რომ საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, ხოლო საქართველო ვითარდება და ისეთი მომვალისკენ ისწრაფვის, სადაც გახლეჩილი საზოგადოების ჭრილობები შეხორცდება და რომელშიც არ იქნება საოკუპაციო ძალების ადგილი“,- აცხადებენ უწყებაში. 

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს1
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე მთავრობა ფინანსური კომპენსაციების გაცემას გეგმავს2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X