ვანო მერაბიშვილი: რამდენიმე დღეში თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, ჩქაროსნული
მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა. პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერის განცხადებით, ადგილზე 1500 ადამიანია დასაქმებული და
მოსახლეობის დასაქმება მომავალშიც გაგრძელდება.
მერაბიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში ასევე, თბილისი-რუსთავის
ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება.
„ეს გზები ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს. ადგილობრივებიც და
ჩამოსული ტურისტებიც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. გზების მშენებლობის
შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ავტოავარიების რაოდენობა. ჩვენი მიზანია
ყველგან უსაფრთხო და კომფორტული გზები იყოს, რომელიც გადაადგილებას უფრო იაფს
გახდის“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის
გამოცხადებულ კონკურსში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა კომპანიასთან
შეთანხმებაა გაფორმებული, რომ მშენებლობაზე 90% ქართველები იქნებიან დასაქმებული.
internet.ge