GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
16:40 10.08.2012
დღის სიახლეები

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომპანია Penn Schoen Berland-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვლევითმა კომპანიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხოდ დატოვა ძირითადი კითხვები კვლევის მეთოდოლოგიასა და დაფინანსების გამჭვირვალეობის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კი, კიდევ ერთხელ განაცხადეს უარი, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ დაფინანსებული კვლევის თაობაზე.

„პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ წარმოადგინა ინფორმაცია კითხვების დასმის ფორმისა და მათი თანამიმდევრობის შესახებ. უფრო მეტიც, ორგანიზაცია უარყოფს, რომ კვლევა დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზემოაღნიშნული ეწინააღმდეგება Penn Schoen Berland-ის თანამშრომლის, მიტჩელ კეიტსის განაცხადებას, რომ კომპანია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის მუშაობს. ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევა კვლევის სპონსორად და რომლის დამფუძნებელი კორუფციული გარიგებისთვის ბრალდებული ბიძინა გიორგობიანია, სინამდვილეში არის უბრალოდ ფასადური და ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩეველია“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საყოველთაოდ დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კვლევის სანდოობა განისაზღვრება მეთოდოლოგიისა და ფინანსების გამჭვირვალეობით, აღნიშნული კვლევის მიმართ ნდობის ხარისხი კი, დაბალია.

„ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, მათ შორის, ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა, როგორიცაა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). აღნიშნული კვლევების დაფინანსების წყარო და მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ყველა ეს კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს „ქართულ ოცნებაზე“, როგორც მინიმუმ, 15 %-ით. ამომრჩევლები თავად გააკეთებენ დასკვნას იმ პარტიასა და კვლევით ორგანიზაციაზე, რომელიც უარყოფს გამჭვირვალობას, არღვევს პროფესიულ სტანდარტებს და უარს ამბობს სიმართლის თქმაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ავარიის შედეგად დაღუპული მსახიობის ცხედრის ამოსაცნობად 4 საათი დასჭირდათ (VIDEO)1
მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ჩოხელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (VIDEO)2
აჭარის მთავრობის წევრებს დღეს დაამტკიცებენ3
არჩილ კბილაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს4
დიმიტრი შაშკინი განათლების მინისტრს პასუხობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X