საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო აუდიტის შუამდგომლობას განიხილავენ
თბილისის საქალაქო სასამართლო, სახელმწიფო აუდიტის
შუამდგომლობით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმს დღეს განიხილავს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს
აუდიტის სამსახურის მიერ მიცემული, საბანკო
ანგარიშზე თანხის უკან დაბრუნების სამ
დღიანი ვადა უკვე ამოეწურა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე
პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი
კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის
სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი
კალაძემ
3.388.992 ლარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის
ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი
კალაძეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილით მიმართა, წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც წერილის ადრესატებმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.
საპასუხოდ,
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი
წევრი კახი კალაძე, გუშინ, 16 944
960 ლარით დაჯარიმა. ასევე დაყადაღდა მისი
ქონებაც.
Internet.ge