„საქართველო:
მედვედევის ვიზიტი ცხინვალში არალეგალურია“ - ასეთი სათაურით გავლეიანი
მედიასაშუალება „RIA Novosti“ რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ცხინვალში
ვიზიტს გამოეხმაურა.
„საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტს
არალეგალური უწოდა. ეს მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა,“ - აღნიშნულია
სტატიაში.
დიმიტრი მედვედევი
სამხრეთ ოსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით ესტუმრა.
სტატიაში დიდი
ყურადღება ეთმობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს:“ამერიკის
შეერთებული შტატები, ეროკავშირი და გაეროს წევრების უმრავლესობა საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას აღიარებს.“
Internet.ge