რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.
დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ
ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ
აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგიონში, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს,
ამ
მიმართულებით ძალისხმების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
Internet.ge