ხელისუფლებამ, შესაძლოა, ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს გატაცების იმიტაცია
მოახდინოს ან საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას. ამის შესახებ განცხადება
უკრაინის სახალო დეპუტატმა ოპოზიციიდან იური კარმაზინმა გააკეთა.
კარმაზინი ამბობს, რომ ეს დასკვნა მედიით გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით
გააკეთა, რომელთა თანახმადაც, თითქოს ტიმოშენკო გაქცევას აპირებს.
„მან გარკვევით განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მხოლოდ
უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოლებს,“ - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ ტიმოშენკოს
უკვე ჰქონდა საშუალება, გაქცეულიყო
ქვეყნიდან.
„მას მიანიშნეს, რომ გაქცეულიყო აქედან და ლუცენკოც, სხვათა შორის.
მაგრამ ისინი არსად აპირებენ წასვლას. მათ სურთ თავისი უდანაშაულობა აქ დაამტკიცონ
და დაადასტურონ ბრალდებების აბსურდულობა,“ - აცხადებს კარმაზინი.
„შეხედეთ, საზოგადოებას თავს ახვევენ აზრს, რომ ტიმოშენკო, შეიძლება
გაიქცეს. რისთვის? რისთვის და იმისთვის, რომ შემდეგ მისი მოტაცების იმიტაცია
მოახდინონ, ან საფრთხე შეუქმნან მის ჯანმრთელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ
პენიტენციალური სისტემის საქმიანობაში არანაირი გამჭვირვალობა არ არსებობს,“ -
განაცხადა კარმაზინმა.
Internet.ge