თარგამაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები მიესალმებიან
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში, თავიანთ ინტერესს თამამად და ღიად გამოხატავენ.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს
თარგამაძემ
განუცხადა,
ცვლილებებთან
დაკავშირებით,
ის უამრავ ქართველს ელაპარაკა, რომლებიც ევროკავშირისა და ამერიკის მოქალაქეები არიან.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, ეს ცვლილებები მოიწონეს.
„არიან ადამიანები, რომლებიც ამ წინადადების მიღების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში, თავიანთ ინტერესს თამამად და ღიად
გამოხატავენ.
ამ მხრივ, ჩვენც გარკვეული ინეტერესები გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბიზნესმენია და ჩვენ წლების განმავლობაში გვეხმარებოდა, ის ფინანსებს,
ოჯახის წევრის მეშვეობით გვაძლევდა. ამის მერე კი კუკუდამალობანას
თამაში საჭირო აღარ იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოში დაბრუნების დამატებითი მოტივაცია გაუჩნდეთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
თარგამაძის
მტკიცებით,
ამ კატეგორიის კანდიდატები შესაძლოა, მათ საარჩევნო სიაში, საპარლამენტო არჩევნებზეც მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით, კონსტიტუციის 49-ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს - საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე
21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი
წლის
განმავლობაში
ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. საპარლამენტო უმცირესობამ, აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში უკვე წარადგინა და მასზე მსჯელობა, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ დაიწყო, რომელიც პროექტის განხილვას რეგიოენბშიც მოახდენს. წინადადებების განხილვა 5 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო მაისის ბოლოს, პარლამენტი პროექტს დაამტკიცებს.
Internet.ge