საქართველოს პრეზიდენტი დღეს რაჭას სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილი ონის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრიორიტეტებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.
„მე აქ მოვდივარ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ
დასვენების სეზონზე. რაჭა
ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი, იმიტომ, რომ აქ ცხოვრობს განსაკუთრებით გონიერი, საინტერესო, მშრომელი, პატრიოტი ხალხი
და ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი
დადგეს ფეხზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა სადაზღვევო რეფორმაზე და განაცხადა, რომ საქართველოში პირველი სექტემბრიდან დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონ 500 ათასი იქნება.
ქვეყნის პირველ პირს ონის რაიონში მეუღლე სანდრა რულოვსი და უმცროსი
ვაჟიშვილიც ახლდა თან.
Internet.ge