GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თარგამაძე: პოლიტიკური მიზნებისთვის მთავარი არა პასპორტი, არამედ უფლებებით აღჭურვაა
17:57 07.04.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დეპუტატი გიორგი თარგამაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს.

როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს თარგამაძემ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მშვიდობიან, კონსტრუქციულ,  შედეგზე ორიენტირებულ და კონკურენტულ გარემოში წარიმართოს.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და მათი სურვილია, არაკონკურენტუნარიანი გარემო არ იყოს.

„ყველას თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს. ჭიდაობაა? - ფალავანს, არენაზე გამოსვლისა და თავისი სიძლიერის დამტკიცების საშუალება უნდა ჰქონდეს. ხანდახან  იმ ადამიანების მშურს, რომელთაც პოლიტიკური ანალიზის უნარი ჰყოფნით, რომ ამ კატეგორიის პოლიტიკოსების ტაქტიკურ მოქმედებებში გარკვეული ლოგიკა იპოვონ . . . პასუხი რთულად გაგეცით, მაგრამ ძალიან მიჭირს იმის ახსნა, ეს პოლიტიკოსები როგორ ახერხებენ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლითაც პოტენციურ მხარდამჭერებს აბნევენ. ივანიშვილის მხარდამჭერებს, მისი  პასპორტის დანახვა კი არ უნდათ, არამედ მისი ყოფნა - აქტიურ პოლიტიკაში. თუ ივანიშვილს პოლიტიკური მიზნები აქვს, მისთვის მნიშვნელოვანი პასპორტი კი არა, უფლებებით აღჭურვაა, თორემ მას პასპორტი საქართველოს უმწეოთა ბაზაში განაცხადის შესატანად ნამდვილად არ სჭირდება. თუ მას ეს პრობლემები უგვარდება, ეს ცუდია?“, - დასძინა თარაგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის თანახმად,  პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს - საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. საპარლამენტო უმცირესობამ, აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში უკვე წარადგინა და მასზე მსჯელობა, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ დაიწყო, რომელიც პროექტის განხილვას რეგიოენბშიც მოახდენს. წინადადებების განხილვა 5 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო მაისის ბოლოს, პარლამენტი პროექტს დაამტკიცებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები1
ითხვისის მაღაროში თანამშრომლები უკვე 22 დღეა აქციას მართავენ2
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული3
აშშ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს4
ამერიკელმა ასტრონომმა მფრინავი თეფში გადაიღო (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X