კოალიცია
„ქართული ოცნების“ პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე
მმართველ პარტიას დიდგორობის დღესასწაულის პარტიულ ღონისძიებად გადაქცევაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, 12 აგვისტოს, დიდგორობის დღესასწაულზე „ქართული ოცნების“
აქტივისტები პოლიციამ არ შეუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება იმართებოდა.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ
ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ ისინი გეგმავდნენ მხოლოდ თავიანთი
პარტიისთვის ამ დღესასწაულს და არ უნდა მიეცათ სხვებისთვის უფლება,
ეზეიმათ დიდგორობის დღესასწაული. ალბათ, სურდათ დიდგორობის დღესასწაული მიეთვისებინათ. ამის შესახებ
ჩვენ ინფორმაციას მივაწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის ლიდერები ხვალ, 12 საათზე
დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
internet.ge