რუსი დეპუტატი 2008 წლის აგვისტოს ომში თავდაცვის მინისტრის ქმედებების გამოძიებას მოითხოვს
ლიბერალურ-დემოკრატიული
პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი ვასილი ჟურკო მოითხოვს, შეფასებულ და გამოძიებულ
იქნას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი
სერდიუკოვის მოქმედებები.
მისი თმით, „ქართული
აგრესიის დროს“, გადაწყვეტილების მიღებას - „დროულად ჩართულიყო კონფლიქტში“,
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აყოვნებდა,
რითაც „სამხედრო უწყებამ უამრავი
მსხვერპლის პროვოცირება მოახდინა სამშვიდობოებსა და სამოქალაქო მოსახლეობას
შორის“.
ჟურკომ უკვე დააგზავნა
შესაბამისი წერილები საგამოძიებო კომიტეტში, გენერალურ პროკურატურაში,
უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და დუმის თავმჯდომარის აპარატში.
„უმაღლესი თანამდებობის პირების დაგვიანებულმა
რეაქციამ და არმიის მოუმზადებლობამ მიგვიყვანა მრავალრიცხოვან მსხევრპლამდე, რომ
აღარაფერი ვთქვათ რუსეთის ბიუჯეტის ხარჯებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის
გამოიყო,“- ნათქვამია წერილში.
ამიტომ, დეპუტატი მიიჩნევს,
რომ პროკურატურამ და საგამოძიებო კომიტეტმა საქმის შესწვალა-გამოძიება უნდა
დაიწყონ.
internet.ge