GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მერაბიშვილი: ხალხს ჯანდაცვის სფეროს მიმართ რწმენა უნდა დავუბრუნოთ
14:56 13.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი სექტემბრისთვის დაზღვეულთა რაოდენობა 900 000  ადამიანით მოიმატებს. აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. 

მისი თქმით, დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებელსაც გაზრდის.

„ბოლო პერიოდში მე შევხვდი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, დაზღვეულებს თუ პენსიონერებს და ზოგადი წარმოდგენა მაქვს რა პრობლემები არის სადაზღვეო სექტორში. ამიტომ, ახლა ყველა საგანგებო რეჟიმში უნდა გადავიდეთ და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დავაზღვიოთ, რადგან დაზღვევის ახალი სისტემა ჩვენი მონაპოვარია. ხალხს ჯანდაცვის სფეროს მიმართ რწმენა უნდა დავუბრუნოთ“,- განაცხადა მინისტრმა.

დღესვე, ვანო მერაბიშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს სადაზღვევო პროგრამაში, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსის ჩართვის უფლება მისცა.

„ცხელმა ხაზმა განსაკუთრებით კარგად უნდა იმუშაოს. თუ არ გეყოფათ რესურსი გამოიყენეთ ადგილობრივი მმართველობის კადრები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პასუხისმგებელნი ვართ ხალხის წინაშე. მართალია, რთულია 20 წლის წინანდელი შეცდომების ასე სწრაფად გამოსწორება, მაგრამ კოორდინირებული მუშაობით ეს ყველაფერი მალე მიიღწევა“,- დასძინა მერაბიშვილმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტელეკომპანია "იმედი" პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა1
სამსუნგმა პირველი ანდროიდზე მომუშავე კამერა გამოუშვა, რომელსაც ტელეფონის ფუნქციაც აქვს2
მერაბიშვილი: ხალხს ჯანდაცვის სფეროს მიმართ რწმენა უნდა დავუბრუნოთ3
ფიფა: ტკივილგამაყუჩებლები მოთამაშეებს ვნებენ4
გიგი უგულავა „ახალი ღვინის ფესტივალის“ გახსნას დაესწრო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X