საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი
გვინდაძეს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც
მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ვანო მერაბიშვილმა
აღნიშნა, გვინდაძის ახალი თანამდებობა ორ დღეში გახდება ცნობილი.
პრემიერის განცხადებით, შემოსავლების და საქართველოს რეიტინგების ზრდის
თვალსაზრისით მიღწეული წარმატებები სწორედ დიმიტრი გვინდაძეს უკავშირდება.
„სტაბილური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მიღწეული
წარმატებები დიმიტრის სახელს უკავშირდება მას ძალიან საინტერესო თანამდებობას
ვუმზადებთ, რომლის პრეზენტაციას თბილისში ორი დღის შემდეგ გავაკეთებ“ - აღნიშნა
მერაბიშვილმა.
საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა მინისტრის
თანამდებობაზე ალექსანდრე ხეთაგური წარადგინა.
ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს.
internet.ge