საქართველოს
ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) ზურაბ კაჭკაჭიშვილმა რწმუნებათა სიგელები ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, დოქტორ რამ ბარან
იადავს დღეს გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ პირისპირ
გაიმართა
ხანმოკლე შეხვედრა ნეპალის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
როგორც ვაშაძის უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ელჩის სამუშაო მივლინების განმავლობაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან,
ასევე ნეპალის მთავრობის სხვა წევრებთან.
Internet.ge